Sunday, December 2, 2012

განათლება საქართველოში.




განათლების ისტორია საქართველოში [რედაქტირება]

ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები [რედაქტირება]

ძველი ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების ჩანაწერები მოწმობს, რომ ანტიკურ საქართველოში იყო „აყვავებული ქალაქები“ შესანიშნვაი საზოგადოებრივი შენობებით , „გიმნასიონებით“. ანტიკური განათლების გავრცელებასა და მეცნიერული აზრის შემდგომ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა კოლხეთის უმაღლესმა რიტორიკულმა სკოლამ(III ს. II ნახევარი). IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მოჰყვა ეკლესიებთან სკოლების გახსნა. მაგრამ მალე უცხო დამპყრობთა შემოსევებმა , განსაკუთრებით კი არაბთა ბატონობამ, დიდი ხნით შეაფერხა ქართული კულტურის განვითარება. განათლების აღორძინება და ინტენსიური განვითარება დაიწყო XI-XII საუკუნეებში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ხანაში. შეიქმნა მეცნიერებისა და განათლების ისეთი კერები, როგორებიც იყო გელათის აკადემია და იყალთოს აკადემია. ამ დიდი საქმის მოსამზადებელი საფეხურები იყოქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერები საქართველოს საზღვრებს გარეთ: ათონის ივერთა მონასტერი საბერძნეთში, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა. XIII საუკუნიდან მოყოლებული ჯერ მონღოლთა ბატონობამ, ხოლო შემდეგ ირანისა და ოსმალეთის გამაპარტახებელმა შემოსევებმა დააქვეითეს და დასცეს კულტურა და განათლება საქართველოში.

ახალი ხანა [რედაქტირება]

XVII საუკუნის II ნახევრიდან შეიქმნა პირობები საქართველოს პოლიტიკური ეკონომიკური და კულტურული გამოცოცხლებისთვის. XVIII საუკუნეში სახალხო განათლების საქმედ ხელისუფლების საქმედ იქცა, რამაც სათანადო შედეგი გამოიღო - 1755 წელს გაიხსნა თბილისის სემინარია, 1782 წელს კი-თელავის სემინარია, ითარგმნა და შეიქმნა სახელმძღვანელოები.
საქართველოს რუსეთთან შეერთებამაც გარკვეული წვლილი შეიტანა განათლების, მეცნიერებისა და ქართული კულტურის განვითარებაში.1855 წელს საქარველოში 150-მდე სასწავლებელი არსებობდა, მათ შორის თბილისის პირველი გიმნაზია, ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია და სხვა. 1876 წელს გაიხსნა გორის საოსტატო სემინარია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა არა მარტო საქართველოს , არამედ მთელი ამიერკავკასიის პედაგოგთა კადრების მომზადებაში. ქართველი პედაგოგიკის მამამთავარი იაკობ გოგებაშვილი მთელ თავის ძალასა და ნიჭს ახმარდა სახალხო განათლების საქმეს და მოზარდი თაობის აღზრდას ხალხურობისა და დემოკრატიზმის პრინციპებზე. გოგებაშვილის კლასიკურ სახელმძღვანელოებზე „დედა ენასა“ და „ბუნების კარზე“ აღიზარდა მრავალი თაობა. ი გოგებაშვილი იყო ინიციატორი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , რომელიც არსებობის 40 წლის მანძილზე პროგრესულ განათლების შტაბს წარმოადგენდა. საზოგადოებამ და მისმა გამგეობამ დიდი მუშაობა ჩაატარა სახალხო სკოლების გასახსნელად არამარტო საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც:ვლადიკავკაზში, ბაქოში, ნალჩიკში და სხვ.; ახალი სახელმძღვანელოებისა დასაბავშვო ლიტერატურის შესაქმნელად;
1914/15 სასწავლო წელს საქართველოში არსებობდა ერთკლასიანი(სწავლების ხანგრძლივობა 3 წელი), ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებლები, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლები, ქალთა ხუთწლიანი სასწავლებლები, სპეციალური სასწავლებლები, გიმნაზიები(მათ შორის 2 ქართული:თბილისის და ქუთაისის), პროგიმნაზიები, რეალური სასწავლებლები. სამასწავლებლო, სასულიერო, სამრევლო და სხვა სასწავლებლები. ერთი კერძოუმაღლესი სასწავლბელი - ქალთა უმაღლესი კურსები. საქართველოს ყველა ტიპის(1648 დაწყებითი სკოლა) სკოლაში სწავლობდა 124720 მოსწავლე.

სახალხო განათლება საბჭოთა საქართველოში [რედაქტირება]

1921 წლის აპრილში საქართველოს რევკომის დადგენილებით შეიქმნა განათლების სახალხო კომისარიატი. ლენინური კულტურული რევოლუციის პირველი რიგის ამოცანად იქცა წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრა და სახალხო განათლების მთელი საქმის ძირეული გარდაქმნა სოციალურ საფუძველზე. 1921 წელს საქართველოს სსრ განსახკომის მიერ გამოყოფილმა კომისიამ დაამუშავა რესპუბლიკის „მთლიანი შრომის სკოლის დებულება“, რომლის საფუძველზეც საქართველოში უნდა განხორციელებულიყო ორივე სქესის ბავშვებისთვის უფასო, საყოველთაო პოლიტექნიკური განათლება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ქსელის გაშლა, სწავლების მშობლიურ ენაზე გადაყვანა, ქალ-ვაჟთა ერთად სწავლება და სხვა ღონისძიებანი, რომლებიც ახალი საბჭოთა სახალხო განათლებისსისტემის ძირითად პრინციპებს შეადგენდა.

სახელმწიფო უნივერსიტეტები.







http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D_%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98









საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.




საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისტუ (ყოფილი ლენინის სახ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) — უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური (საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის) უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში; მდებარეობს თბილისში. უნივერსიტეტი, როგორც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციისწევრი, ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორიაარჩილ ფრანგიშვილი.
უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წლის 16 იანვარსთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით, რომელსაც 1928 წელს შეუერთდა (1917 წელს დაარსებული) თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგში, 1936 წლიდან — როგორც საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1948 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1990 წლის6 იანვრიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 8 ფაკულტეტი და 28 დეპარტამენტი, ყოველწლიურად 12000-მდე სტუდენტი, 1500 პროფესორ-მასწავლებელი და საშტატო მოსამსახურე ჰყავს. სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანია, მოიცავს რა 1,697,590 წიგნს, რომელთა შორის მრავალი უნიკალური და იშვიათი ეგზემპლარია, და 5.000.000-ზე მეტ პერიოდულ გამოცემას.

ისტორია.


XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში სახალხო მეურნეობის აღდგენა-განვითარებასთან დაკავშირებით, 1921 წლის 30 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ გადაწყვიტა 1922 წლის იანვარში სატექნიკო ფაკულტეტის ერთი სემესტრის გახსნა (ნავარაუდევი იყო საჭიროების შემთხვევაში მეორე სემესტრის გახსნაც). 1922 წლის 16 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი. მის პირველ სხდომას თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი. პოლიტექნიკური ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს პროფ. ა. დიდებულიძე. იმავე დღესვე, პოლიტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს პირველი ლექცია მათემატიკაში ანდრია რაზმაძემ წაუკითხა. ამით დაიწყო სასწავლო პროცესი ქართული საინჟინრო კადრების მოსამზადებლად.
1922 წლისთვის პოლიტექნიკური ფაკულტეტი ასე გამოიყურებოდა:
  • სამშენებლო განყოფილება
  1. არქიტექტურული სპეციალობა;
  2. ჰიდროტექნიკური სპეციალობა;
  3. საგზაო სპეციალობა;
  • მექანიკური განყოფილება
  1. ელექტრომექანიკური სპეციალობა;
  2. ჰიდრომექანიკური სპეციალობა;
  3. თერმომექანიკური სპეციალობა;
  • სამთამადნო განყოფილება
  1. სამთო სპეციალობა;
  2. მეტალუპგიული სპეციალობა;
  3. ქიმიურ-ტექნოლოგიური სპეციალობა;
იმავე წლის სექტემბრიდან, პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე შესვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, შემოიღეს მისაღები გამოცდები[2]. პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე საკონკურსო საგნები იყო ალგებრაგეომეტრია და ტრიგონომეტრია.
პირველივე სემესტრში პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე პედაგოგიური მუშაობა დაიწყეს ა. რაზმაძემ, ნ. მუსხელიშვილმა, ა. დიდებულიძემ, ა. ბენაშვილმა, გ. ნიკოლაძემ, არჩ. ხარაძემ. 1928 წლის 28 ივნისს ქართველი ინჟინრების პირველი გამოშვება შედგა. ამ დღეს პოლიტექნიკური ფაკულტეტის 6 სტუდენტმა დაიცვა სადიპლომო პროექტი (ნიკოლოზ კალატოზიშვილი, ვიქტორ მამალაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, ევგენი ჩიქოვანი, ივანე გვიჩია და ირაკლი მაღალაშვილი).
1928 წლის 1 ოქტომბერს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი შეიქმნა, შემდეგი ფაკულტეტებით:
  • სამშენებლო ფაკულტეტი
  1. გზებისა და ხიდების განყ-ბა;
  2. ჰიდროტექნიკური განყ-ბა;
  3. სამოქალაქო მშენებლობის განყ-ბა;
  4. სატრანსპორტო-საექსპლოატაციო განყ-ბა;
  • მექანიკური ფაკულტეტი
  1. მექანიკური განყ-ბა;საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად შეთავსებით დაინიშნა სახალხო განათლების კომისარი დავით კანდელაკი, პრორექტორად სასწავლო-სამეცნიერო ნაწილში — ნიკოლოზ მუსხელიშვილი. გახსნისას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდა 20 პროფესორი, 19 დოცენტი, 104 ლექტორი, 38 ასისტენტი.
    1930 წელს ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაცია. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა ექვსი ინსტიტუტი:
    1. საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო;
    2. ამიერკავკასიის ენერგეტიკული;
    3. ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული;
    4. ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიური;
    5. ამიერკავკასიის მიმოსვლის გზათა ინჟინერთა ინსტიტუტი;
    6. ამიერკავკასიის საინჟინრო-მელიორაციული (ეს უკანასკნელი გადატანილ იქნა განჯაში).
    1932 წელს სამთო-მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა ამიერკავკასიის სამთო-ქიმიური ინსტიტუტი. 1933 წელს სამთო-ქიმიური, საინჟინრო-სამშენებლო და ენერგეტიკული ინსტიტუტები გაერთიანდა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სახელწოდებით. 1936 წელს, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმების შემდეგ მას საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ეწოდა. 1933 წლის 8 იანვარს თბილისის უნივერსიტეტი ხელახლა ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება.
    1947 წელს საქართველოს ინდუსტრიულმა ინსტიტუტმა უმაღლესი ტექნიკური განათლების 25-ე წლისთავი იზეიმა. საკავშირო მთავრობამ იგი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. ინსტიტუტის მიენიჭა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელი. ამ დროს ინსტიტუტში არსებობდა 6 ფაკულტეტი (სამშენებლო, ენერგეტიკული, სამთო, ქიმიურ-ტექნოლოგიური, მექანიკა-მანქანათმშენებლობის, მეტალურგიული). საინჟინრო კადრების მომზადება 22 სპეციალობაში ხდებოდა. 1959წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შეუერთდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი.
    1972 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 50 წლის იუბილეზე, იგი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა. იუბილეში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ვარშავისკიევისპრაღისბუქარესტისბაქოსერევნისბრნოსალმა-ატისკრაკოვისკოშიცესკაუნასისტომსკის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. 1972-73 სასწავლო წლის დასაწყისში ინსტიტუტს ჰქონდა 28 ფაკულტეტი და 102 კათედრა. დღის სტაციონარზე 15 ფაკულტეტი ფუნქციონირებდა:
    • სამშენებლო ფაკულტეტი (დეკანი პროფ. გ. ნინუა);
    • ენერგეტიკის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ნ. წივწივაძე);
    • სამთო ფაკულტეტი (დეკანი დოც. დ. ბეჟაშვილი);
    • ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ე. ჩხიკვაძე);
    • მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (დოც. გ. ჩიხლაძე);
    • მეტალურგიის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ჯ. ლომსაძე);
    • ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (დეკანი დოც. გ. ჩიხლაძე);
    • სატრანსპორტო ფაკულტეტი (დეკანი დოც. ა. შალამბერიძე);
    • საინჟინრო ფიზიკური ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ვ. სანაძე) ;
    • არქიტექტურის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ნ. მგალობლიშვილი);
    • ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ნ. მოწონელიძე);
    • გეოლოგიის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. გ. ჯაფარიძე);
    • კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ა. კერესელიძე);
    • ავტომექანიკური ფაკულტეტი (დეკანი დოც. დ. პეტრიაშვილი) ;
    • სპი' ქუთაისის ფაკულტეტის (დეკანი პროფ. კ. იმედაშვილი);
    საღამოს სტაციონარულ სწავლებას 7 ფაკულტეტი ემსახურებოდა: თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ჭიათურის, ტყიბულის (ზესტაფონის განყოფილებით), ფოთისა და გორის. დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტები იყო თბილისსა და სოხუმში (თელავისა და ზუგდიდის საკონსულტაციო პუნქტებით).
    საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელები, როგორც წესი ხელისუფლების მიერ ინიშნებოდნენ . 1988 წელს პირველად ჩატარდა რექტორის არჩევნები სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე. რექტორად არჩეულ იქნა პროფ. გოჩა ჩოგოვაძე. 1990 წელს საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. 1992 წელს დაარსდა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი. 2005 წელს დაარსდა ქართული სამეცნიერო პოტენციალის და სტუდენტ-ახალგაზრდობის დასასაქმებლად „საინივაციო ფონდი-ტექნოლოგიური პარკი“. 2006 წელს 17 მაის ჩატარდა სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები.
  • სამთო-ქიმიური ფაკულტეტი
  1. სამთო განყ-ბა;
  2. ქიმიუპ-ტექნოლოგიური განყ-ბა.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.




ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს დაარსდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე. მოგვიანებით მას შეუერთდა ფიზ-აღზრდისა და სპორტის აკადემია, დ. გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯი, ი. გოგებაშვილის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტი, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ობსერვატორია, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი და ზოოლოგიის ინსტიტუტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ლიბერალურ პრინციპებზეა დამყარებული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლების და მკვლევარების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული სწავლის და კვლევის ერთიანი სივრცე.
ერთიანი სივრცე დამყარებულია სამ პრინციპზე:
  1. აკადემიური თავისუფლება
  2. სინდისის თავისუფლება
  3. არჩევანის თავისუფლება

ეს სამი პრინციპი გამომდინარეობს ერთმანეთისაგან და განაპირობებს ერთმანეთს. სტუდენტები, მასწავლებლები, მკვლევარები და პროფესორები თავისუფალი არიან, აირჩიონ კვლევისა და შესწავლის სფეროები, მიმართულებები, თანამშრომლები და ხელმძღვანელები; არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ან მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუკრძალოს სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებს და მკვლევარებს რაიმეს შესწავლა და სამეცნიერო დასკვნების გამოქვეყნება. სტუდენტები და პროფესორები თავისუფალი არიან, აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ შეესატყვისება მათი კავშირის –უნივერსიტეტის - საერთო მიზნებს და ამოცანებს.
უნივერსიტეტის მიზანია, ხელი შეუწყოს ფუნდამენტური მეცნიერებების კვლევის განვითარებას საქართველოში. ფუნდამენტურ მეცნიერებაში ჩვენ მოვიაზრებთ იმ მეცნიერებებს, რომელთა კვლევა შეიძლება გახდეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, პოლიტიკური გარემოს ლიბერალიზაციის და დემოკრატიზაციის, ბუნებრივი გარემოს დაცვის და გონივრული გამოყენების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ქვეყანაში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების და განვითარების საფუძველი.
გარდა ამისა, უნივერსიტეტის მიზანია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოში მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისა და უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვაში. უნივერსიტეტი შესთავაზებს მსურველებს სწრაფი და ეფექტური გადამზადების და ე.წ. “მსუბუქი” პროფესიების ათვისების პროგრამებს, რაც, ერთი მხრივ, იქნება უნივერსიტეტისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო, ხოლო, მეორე მხრივ, დაეხმარება საქართველოში მცხოვრებლებს, კარგად ადაპტირდნენ ცვალებად შრომით ბაზართან და სოციალურ გარემოსთან. ამ მიზნის შესასრულებლად 
უნივერსიტეტი:
  • აკადემიურ თანამდებობებზე მოიზიდავს წამყვან, დამწყებ, თუ უკვე ცნობილ და აქტიურ მეცნიერებს, რომელთაც
ძალუძთ მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და ახალი ტექნოლოგიებით წარმართონ სასწავლო პროცესი;
  • ქმნის სტუდენტებისათვის სწავლის, კვლევის და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;
  • თავისი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ახმარს კვლევების განვითარებას;
  • ქმნის საუნივერსიტეტო სამეცნიერო კავშირებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
  • ნერგავს უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების მიხედვით პროფესიული მომზადების და გადამზადების სხვადასხვა კურსს.
  • საკუთარი გამომცემლობის საშუალებით აქვეყნებს ორიგინალურ თუ ნათარგმნ სახელმძღვანელოებს და კვლევების შედეგებს.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D_%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98


ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი

I. ზოგადი დებულებანი 

1. დადგენილების  მოქმედების სფერო  
ეს დადგენილება განსაზღვრავს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მაგისტრატურის ფუნქციონირებისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ ზოგად  მოთხოვნებს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  შესაბამისად.

2. მაგისტრატურის მიზანი
1. მაგისტრატურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხური, რომელიც  შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას,  კვალიფიკაციის ამაღლებას, აგრეთვე ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.
2. მაგისტრატურის მიზანია, სტუდენტს გამოუმუშაოს სამეცნიერო კვლევის ჩვევები, მისცეს      სპეციალური ცოდნა და სპეციალობის შეცვლის შესაძლებლობა მის მიერ არჩეულ სფეროში, მოამზადოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური საქმიანობისათვის. 
3. უნივერსიტეტის მაგისტრატურა ამზადებს სპეციალისტებს მეცნიერული მიმართულების აქტუალობისა და დამსაქმებლის ინტერესის გათვალისწინებით. 

II. მაგისტრატურაში მიღებისა და სწავლის პირობები
3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება1. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან დიპლომირებულ მედიკოსს.
2. მაგისტრატურაში სწავლის უფლება შეიძლება მიეცეს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. მაგისტრატურაში მიღების პირობები 
1. მაგისტრატურაში ჩარიცხვისთვის აუცილებელია:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის (სამაგისტრო „უნარების“) ჩაბარება.
ბ) ფაკულტეტის საბჭოს მიერ დადგენილი ჩარიცხვის სხვა შესაძლო კომპონენტების შესაბამისობა: სპეციალობაში გამოცდის (გამოცდების) წარმატებით ჩაბარება, გასაუბრება, ბაკალავრიატის აკადემიური მოსწრების დადასტურება და სხვა.
გ) გამოცდები ტარდება  გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით.
2. ფაკულტეტი ვალდებულია:
ა) წინასწარ და სრულად გამოაქვეყნოს ჩარიცხვისა და სპეციალობაში გამოცდის არსებობის შემთხვევაში რანჟირების წესი და პირობები;
ბ) სპეციალობაში გამოცდის დანიშვნის შემთხვევაში გამოცდის თარიღამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე გამოაქვეყნოს საკითხები და საგამოცდო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები.
გ) აამოქმედოს აპელირების გამჭვირვალე სისტემა.
3. სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდა საერთო უნდა იყოს პროგრამის ყველა კანდიდატისთვის.
4. რაიმე უპირატესობის მინიჭებისას ერთმანეთს შეიძლება შეედარნენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთი და იგივე გამოცდები.
5. ფაკულტეტებს ან ცალკეულ სამაგისტრო პროგრამებს შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი მოთხოვნები.
5. მაგისტრატურაში სწავლა
1. მაგისტრატურაში სწავლისას მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 120 კრედიტი.
2. თუ საქართველოს ან უცხოურ უმაღლეს სასწავლებელთან დადებულია ხელშეკრულება, სტუდენტს შეიძლება, მიენიჭოს მისი ხარისხიც.
3. მაგისტრატურაში მიღების წესს განსაზღვრავს ფაკულტეტის დებულება.

6. სამაგისტრო პროგრამა
1. ფაკულტეტი მაგისტრატურაში მიღებას აცხადებს იმ სამაგისტრო პროგრამებზე, რომელთაც ფაკულტეტის წარდგინებით და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
2. სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა მუშავდება შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ.
ფაკულტეტის დეკანი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფესორებთან თანამშრომლობით ადგენენ პროგრამის მიზანსა და ამოცანებს და განსაზღვრავენ, რომელი კურსების გავლაა აუცილებელი და სასურველი მაგისტრის კონკრეტული ხარისხის მისაღებად.
3. სამაგისტრო პროგრამები შეიძლება თავსდებოდეს ერთ დისციპლინაში (მაგალითად, ფიზიკა), იყოს სუბდისციპლინური (მაღალი ენერგიების ფიზიკა) ან ინტერდისციპლინური (ურბანული ეკოლოგია).
4. თუ პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ერთზე მეტი ფაკულტეტი, პროგრამის დამტკიცებამდე სრულად უნდა იყოს გარკვეული პროგრამაში ჩართული ფაკულტეტების უფლება-მოვალეობანი. ფაკულტეტებს შორის მაგისტრატურის გადასახადი ნაწილდება მათი წვლილის პროპორციულად.
მაგ.: თუ ინტერდისციპლინურ პროგრამაში ”შუა საუკუნეები” ლექციების 70%-ს კითხულობენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორები, ხოლო 30%-ს - სოციალურ მეცნიერებათა და ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორები, მაგისტრატურის ბიუჯეტიც შესაბამისად ნაწილდება.
5. მაგისტრატურაში თითოეული სემესტრის მანძილზე სტუდენტს შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 30 კრედიტი.
6. წარმოდგენილ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს, რომელი კურსების გავლაა აუცილებელი და რომელ კურსებშია შესაძლებელი არჩევნის გაკეთება სათანადო მაგისტრის ხარისხის მისაღებად.
7. მაგისტრატურის საფეხურზე ყოველი კურსის საკრედიტო მოცულობა არის სამის ჯერადი: კურსი შეიძლება იყოს 3-, 6-, 9-, და 12 კრედიტიანი. კურსი შეიძლება იყოს სავალდებულო, სავალდებულო-არჩევითი, არჩევითი.
8. სასწავლო პროგრამა ისე უნდა იყოს აგებული, რომ სტუდენტს ყოველ სემესტრში დარჩეს ექვსი კრედიტი თავისუფალი არჩევნისთვის უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამიდან.
9. სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურის განსაზღვრისას აკადემიური პერსონალი თავისუფალია. შეიძლება მოქმედებდეს სხვადასხვა სქემები. მაგ.: სამაგისტრო პროგრამა არქეოლოგია და ხელოვნება შეიძლება გამოიყურებოდეს ამგვარად:
ა) სამი ძირითადი კურსი: კვლევის მიმართულებები არქეოლოგიასა და ხელოვნებაში; არქეოლოგიის თეორიის საკითხები; ისტორიული მასალების ინტერპრეტაცია. კურსების გავლა შესაძლებელია პირველ ან მეორე სემესტრში.
ბ) სამი სემინარი მინიმუმ ორი მიმართულებიდან: წინარე კლასიკური, კლასიკური და შუა საუკუნეების ხელოვნება და არქეოლოგია. სემინარების თემები შეიძლება იცვლებოდეს ყოველ სემესტრში, პროფესორის კვლევითი პროექტიდან გამომდინარე. კურსების გავლა შესაძლებელია პირველ ან მეორე სემესტრში.
გ) სამი არჩევითი კურსი: კურსების არჩევა შესაძლებელია როგორც სემინარებიდან, ისე    ანტიკური ან შუა საუკუნეების ენებიდან.               
დ) ერთი თავისუფალი არჩევითი კურსი უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის   სასწავლო პროგრამიდან.
ე) სამაგისტრო ნაშრომი.
10. სამაგისტრო პროგრამა შეიძლება უფრო თავისუფალი სტრუქტურისა იყოს. მაგ.: პრობლემაზე ორიენტირებული პროგრამა: ისტორია: ქალაქები, ქვეყნები და მოქალაქეობა) I. ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდები და შესავალი კვლევის სფეროში (15 ECTS); II. კურსები სპეციალიზაციიდან გამომდინარე (75 ECTS). შემოთავაზებული 15 კურსიდან უნდა აირჩიონ 10 კურსი; III. სამაგისტრო ნაშრომი (30 ECTS).
11. კურსის შეთავაზებისას მითითებული უნდა იყოს, რომელი ძირითადი სპეციალობისთვის/სპეციალობებისთვის არის ეს კურსი სავალდებულო, რომლისთვის არის არჩევითი, რომელი კურსების ალტერნატივაა ეს კურსი და არის თუ არა აუცილებელი რაიმე სხვა კურსის გავლა ამ კურსის არჩევამდე. მაგალითად, იმისათვის, რომ სტუდენტმა აირჩიოს კურსი ვირგილიუსი შუა საუკუნეებში, გავლილი უნდა ჰქონდეს შუა საუკუნეების ლათინური.
12. სასურველია, რომ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი მონაწილეობდეს როგორც ერთ-ერთი თანაავტორი პროგრამაში ჩართული პროფესორ(ებ)ის პუბლიკაციებში. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტისათვის მაქსიმუმ 3 კრედიტის მინიჭება.

7. ინდივიდუალური პროგრამით სწავლა
თუ სტუდენტი სპეციალობის დასაუფლებლად შეგნებულად ირჩევს მიღებულისგან განსხვავებულ სქემას, მას ეძლევა უფლება, მიმართოს ფაკულტეტ(ებ)ის საბჭოს და დაუსაბუთოს საკუთრივ მის მიერ არჩეული სქემის მართებულობა და ადეკვატურობა. ფაკულტეტის საბჭო ვალდებულია, მიმართვიდან ერთი თვის ვადაში გამოიტანოს დასკვნა სტუდენტის თხოვნის შესახებ.

8. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები
1. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები მოქმედებს პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების მიერ დადგენილი წესით.
2. ერთობლივ პროგრამებად ითვლება:
ა) პროგრამები, რომლებიც შემუშავებულია ერთზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ;
ბ) პროგრამები, რომლებიც საერთო ადამიანური რესურსით სარგებლობენ: თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორები ასწავლიან  მონაწილე ინსტიტუციებში, ერთად იმუშავებენ სასწავლო გეგმას, ქმნიან გაერთიანებულ კომისიას  სტუდენტების მიღებისას და შეფასებისას;
გ) პროგრამები, რომელთაც საერთო კვლევითი კომპონენტი აქვთ.
3. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა წარმოდგენილი უნდა იყოს ხარისხის სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

III. სამაგისტრო ნაშრომი და მაგისტრის ხარისხის მინიჭება

9. სამაგისტრო ნაშრომი
1.  მაგისტრატურის სასწავლო პროგრამა არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სწავლებისაგან; იგი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებელ ჩატარებას, რომელთა შედეგებს შეუძლიათ არსებული ცოდნის საგრძნობი გაფართოება და რომელთა საფუძველზე იგი შეძლებს საკვალიფიკაციო ნაშრომის წარმოდგენას.
2. მაგისტრატურაში დასაგროვებელი 120 კრედიტიდან დაახლოებით 30 კრედიტი უნდა იყოს სამაგისტრო ნაშრომი.
3. სამაგისტრო ნაშრომში მაგისტრანტმა უნდა წარმოაჩინოს, რომ ფაკულტეტის პროფესორის ხელმძღვანელობით მან ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევა სპეციალიზაციის სფეროში ან შეასრულა არსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ნაწილი, ესე იგი შეაგროვა ორიგინალური და აქამდე გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ინფორმაცია, გაიღრმავა სპეციალიზებული ცოდნა და შეუძლია თეორიული ცოდნისა და კვლევის მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება. ნაშრომში მაგისტრანტმა უნდა შეძლოს პრობლემური საკითხის მეცნიერული მეთოდებით დამუშავება და შედეგების საგნობრივი და ენობრივი თვალსაზრისით დამაჯერებელი წარმოდგენა.
4. შერჩეული თემა უნდა ეხებოდეს აქტუალურ, მაგრამ არა ძალიან ფართო პრობლემას, რომლის ანალიზისას მაგისტრანტმა უნდა შეძლოს   ორიგინალურობის ჩვენება.
5. სამაგისტრო ნაშრომის თემას განსაზღვრავენ მაგისტრანტი და ხელმძღვანელი ურთიერთშეთანხმებით.
6. სამაგისტრო თემის შეფასების კრიტერიუმებს, დაცვის თარიღსა და პროცედურას ადგენს და თემას ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. თემის დასამტკიცებლად აუცილებელია საკვლევი თემის წინასწარი განხილვა და დამტკიცება.
7. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მაგისტრანტს ნაშრომის სარედაქციო დამუშავებაში, რათა  ნაშრომის საფუძველზე დაწერილი სტატია გამოქვეყნდეს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში.

10.    მაგისტრანტის ხელმძღვანელი   
1. მაგისტრანტს არჩეული თემის დასამუშავებლად ჰყავს ხელმძღვანელი.
2. ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში კვლევის გამოცდილება.
3. მაგისტრანტისთვის ხელმძღვანელი უნდა შეირჩეს მაგისტრატურაში სწავლის არაუგვიანეს მესამე სემესტრის დასაწყისისა. ხელმძღვანელის შერჩევამდე ხელმძღვანელის ფუნქციებს ითავსებს პროგრამის ხელმძღვანელი.
4. მაგისტრანტს შეიძლება ჰყავდეს ერთზე მეტი ხელმძღვანელი.

11. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა 
ა) ფაკულტეტის მიერ დადგენილი წესით ნაშრომის შეფასებაში მის დაცვამდე ჩართულნი უნდა იყვნენ ექსპერტები.
ბ) დაცვა ხდება საჯაროდ ფაკულტეტის მიერ დადგენილი წესით შერჩეული კომისიის წინაშე. თემის შეცვლის ან დაცვის გადავადების შესახებ უნდა ეცნობოს ფაკულტეტის საბჭოს, რომელიც  ამტკიცებს ახალ თემას.
გ) დაცვის პროცედურა უნდა ემყარებოდეს ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპს.

12. მაგისტრის ხარისხის მინიჭების წესი
1. კრედიტების საჭირო რაოდენობის დაგროვების და ნაშრომის წარმატებით დაცვის შემთხვევაში მაგისტრანტს ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი M.Sc. ან M.A.
2. სტუდენტს შეიძლება მიენიჭოს M.Sc. იმ შემთხვევაში, თუ ზუსტ, საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტების მიერ შეთავაზებული სალექციო კურსებიდან ძირითად პროგრამაში გავლილი აქვს  70% ან მეტი. დანარჩენ შემთხვევებში ენიჭება M.A.
3. მისანიჭებელი ხარისხი განსაზღვრული უნდა იყოს პროგრამაში. იგი უნდა იყოს უფრო კონკრეტული, ვიდრე ბაკალავრის.

13. დაფინანსება 
1. მაგისტრატურაში სწავლა ფასიანია.
2. მაგისტრატურაში სწავლის საფასურს უნივერსიტეტი უხდის იმ სტუდენტებს, რომლებიც სამაგისტრო ზოგად გამოცდაში დააგროვებენ მაქსიმალურ ქულებს. დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.



პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში.





ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) — საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 26 იანვარსდავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30.000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3.000-ს აღწევს.
უნივერსიტეტს აქვს 6 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.
1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზიგრიგოლ გველესიანიექვთიმე თაყაიშვილიგიორგი ახვლედიანი,შალვა ნუცუბიძედიმიტრი უზნაძეგრიგოლ წერეთელიაკაკი შანიძეანდრია რაზმაძეიოსებ ყიფშიძეკორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.
1919-1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.
1991 წლის 14 ოქტომბერს თსუ–ს რექტორად დაინიშნა როინ მეტრეველი1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ-ის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.
1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.[1]
2004 წლიდან თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ლორთქიფანიძე იყო. 2006 წლის აპრილიდან 2010წლის სექტემბრამდე იგი ამ თანამდებობაზე გიორგი ხუბუამ შეცვალა. ამჟამად, თსუ-ის რექტორია ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც თანამდებობაზე თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ 2010 წლის 27 დეკემბერს აირჩია.

თსუ-ის დაარსებისა და განვითარების ისტორია.

 ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოსმიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიააში, ფილოსოფიაში, ენათმეცნიერებაში, ისტორიაში,აღმოსავლეთმცოდნეობაში. თსუ-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის დასაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნას.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მას დაეკისრა ერის სულიერებაზე ზრუნვის, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიული მისია. ამასთან მის ძირითად გამოკვეთილ მიზანს კვლავ წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება, ერის ცივილიზაციის დონის ამაღლება. ამიტომ, დღესაც ქართველი ხალხი თბილისის უნივერსიტეტს სიყვარულით და პატივისცემით მეცნიერების წმინდა ტაძარს უწოდებს.
უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს, — საქართველოს მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. მისივე სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში 1995 წლის 5 სექტემბრიდან შეუდგა მსახურებას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა კოლეგიამ ცნობილი ქიმიკოსი, ღვაწლმოსილი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავიდან მუშაობას შეუდგა ერთადერთი ფაკილტეტი — სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო, საისტორიო და ფილოსოფიური დარგებით. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის30 იანვარს შედგა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 1918 წლის დასაწყისისათვის 18 კაცს ითვლიდა. სწავლას შეუდგა 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი.
დღეს უნივერსიტეტში ახალგაზრდების აღზრდისა და მეცნიერული წვრთნის საქმეს 3275 პროფესორ-მასწავლებელი ემსახურება. მათგან 55 აკადემიკოსი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 595 პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი, 1246 დოცენტი და მეცნიერებათა კანდიდატია.
უნივერსიტეტის პირველი გამოშვება შედგა 1922 წელს. ამ წელს თსუ დაამთავრეს სიმონ ჯანაშიამვარლამ თოფურიამარნოლდ ჩიქობავამშალვა ამირანაშვილმა,ლევან (ლენკო) მუსხელიშვილმა და შემდგომში გამოჩენილმა სხვა მეცნიერებმა.

ქართული უმაღლესი განათლების ისტორია.

საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში (IV საუკუნე), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრები პალესტინაში (V საუკუნე), სირიაში (VI საუკუნე), საბერძნეთში(X-XI საუკუნეები), ბულგარეთში (XI საუკუნე)), პოლიტიკურ-ეკონომიკური დაუძლურებისა და ბოლოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შედეგად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღარ გააჩნდა ეროვნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.

თსუ ამჟამად...




საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდაქმნის მნიშვნელოვანი ეტაპი 1994 წლის 25 აპრილს დაიწყო, როცა დიდმა სამეცნიერო საბჭომ მიიღო „საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია“, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტი 1994 წლიდან სრულად გადავიდა სწავლების ორსაფეხურიან ფორმაზე (ეტაპობრივი გადასვლა 1992 წლიდან დაიწყო) და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისკენ გადადგა ნაბიჯი.
რეფორმის I ეტაპის დასასრულს, 2005 წლის დამდეგს, უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა 22 ფაკულტეტი 184 კათედრით, 8 ფილიალი 46 ფაკულტეტით, 3 სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, 81 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, 161 სასწავლო ლაბორატორია და კაბინეტი, კლინიკური საავადმყოფო და დიაგნოსტიკური ცენტრი, გამომცემლობა, სტამბა, ბიბლიოთეკა 3640693 ერთეული წიგნადი ფონდით, საერთო საცხოვრებელი 5 კორპუსით. მუშაობდა 95 საგანმანათლებლო პროგრამა ბაკალავრიატში, 194 მაგისტრატურაში და 16 ერთსაფეხურიან სწავლებაზე.
ქართულ უნივერსიტეტში დაფუძნდა არაერთი საქვეყნოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლა: მათემატიკის (ანდრია რაზმაძენიკოლოზ მუსხელიშვილიილია ვეკუა,ვიქტორ კუპრაძეარჩილ ხარაძეანდრია ბიწაძე და სხვ.), ფიზიკის (რაჟდენ ხუციშვილიელეფთერ ანდრონიკაშვილიმათე მირიანაშვილივაგან მამასახლისოვიგივი ხუციშვილი და სხვ.), ქიმიის (პეტრე მელიქიშვილიშალვა ცინცაძეპეტრე ქომეთიანი და სხვ.), ფსიქოლოგიის (დიმიტრი უზნაძერევაზ ნათაძეფატი ხუნდაძე და სხვ.), ფიზიოლოგიის (ივანე ბერიტაშვილიდიმიტრი გედევანიშვილი და სხვ.), ისტორიოგრაფიის (ივანე ჯავახიშვილისიმონ ჯანაშიანიკოლოზ ბერძენიშვილიშოთა მესხიავარლამ დონდუა და სხვ.), ლიტერატურათმცოდნეობის (კორნელი კეკელიძე და სხვ.), ქართული ფილოსოფიის (შალვა ნუცუბიძესერგი დანელიამოსე გოგიბერიძე და სხვ.), ხელოვნებათმცოდნეობის (გიორგი ჩუბინიშვილინიკოლოზ ჩუბინიშვილიშალვა ამირანაშვილი და სხვ.), ქართული ენათმეცნიერების (აკაკი შანიძეგიორგი ახვლედიანიკარპეზ დონდუავარლამ თოფურია და სხვ.), იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების (არნოლდ ჩიქობავაქეთევან ლომთათიძე და სხვ.), კლასიკური ფილოლოგიის (გრიგოლ წერეთელი , სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვ.), აღმოსავლეთმცოდნეობის (გიორგი წერეთელისერგი ჯიქიამაკარ ხუბუავლადიმერ ფუთურიძევალერიან გაბაშვილიკონსტანტინე წერეთელიმზია ანდრონიკაშვილი და სხვ.).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრებზე და სამეცნიერო კვლევით ქვედანაყოფებში ინტენსიურად მიმდინარეობს ასპირანტებისა და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა მომზადება; ფუნქციონირებს სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი 26 საკვალიფიკაციო საბჭო მეცნიერების თითქმის ყველა დარგში.
1994 წელს, 64 წლის შემდეგ, უნივერსიტეტის წიაღში დაბრუნდა უმაღლესი სამედიცინო განათლება, აღდგა საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლების ტრადიცია — ჯერ გაიხსნა მედიცინის სპეციალობა ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, 2000 წელს კი მედიცინის ფაკულტეტი დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. შეიქმნა საუნივერსიტეტო კლინიკების ასამბლეა, რომლის სასწავლო ბაზები გამოირჩევა მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალით, გაიხსნა ჯანდაცვის მეცნიერებათა მართვის ცენტრი და უწყვეტი სამედიცინო განათლების დეპარტამენტი, შეიქმნა მედიცინის დარგის მზრუნველთა საბჭო, სამედიცინო ინფორმაციის სამსახური. პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშია უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური ცენტრი.
1999 წელს დაარსდა „კავკასიის ბიზნესის სკოლა“. იგი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრისა და მაგისტრის პროგრამების ფარგლებში ამზადებს სპეციალისტებს. სკოლა დააფუძნა კონსორციუმმა, რომელშიც შედიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატლანტაში (აშშ).
უნივერსიტეტთან 1923 წლიდან არსებობს სტამბა, 1933 წლიდან – გამომცემლობა. 1933 წელს შეიქმნა უნივერსიტეტის არქივი. 1919 წლიდან დარგების მიხედვით გამოდის სამეცნიერო კრებული „თბილისის უნივერსიტეტის შრომები“, 1996 წლიდან მოქმედებს პროგრამა „სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის“. უნივერსიტეტს გააჩნია ორი ყოველკვირეული გაზეთი,„თბილისის უნივერსიტეტი“ (გამოდის 1927 წლიდან) და „ქართული უნივერსიტეტი“ (გამოდის 1998 წლიდან).
2006 წლის აპრილიდან უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ განათლების სექტორში განვითარებადი, ფინანსური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც ხორციელდება განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის მიერ. განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი, რომელიც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს წარმატებით ვითარდება, როგორც უნივერსიტეტთა და სკოლათაშორისი რესპუბლიკური პროგრამა.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი: ისტორიისა და ქართული ემიგრაციის, მინერალოგიის, გეოლოგია-პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის.