საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუ (ყოფილი ლენინის სახ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) — უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური (საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის) უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში; მდებარეობს თბილისში. უნივერსიტეტი, როგორც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციისწევრი, ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორიაარჩილ ფრანგიშვილი.
უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით, რომელსაც 1928 წელს შეუერთდა (1917 წელს დაარსებული) თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგში, 1936 წლიდან — როგორც საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1948 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1990 წლის6 იანვრიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 8 ფაკულტეტი და 28 დეპარტამენტი, ყოველწლიურად 12000-მდე სტუდენტი, 1500 პროფესორ-მასწავლებელი და საშტატო მოსამსახურე ჰყავს. სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანია, მოიცავს რა 1,697,590 წიგნს, რომელთა შორის მრავალი უნიკალური და იშვიათი ეგზემპლარია, და 5.000.000-ზე მეტ პერიოდულ გამოცემას.
ისტორია.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში სახალხო მეურნეობის აღდგენა-განვითარებასთან დაკავშირებით, 1921 წლის 30 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ გადაწყვიტა 1922 წლის იანვარში სატექნიკო ფაკულტეტის ერთი სემესტრის გახსნა (ნავარაუდევი იყო საჭიროების შემთხვევაში მეორე სემესტრის გახსნაც). 1922 წლის 16 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი. მის პირველ სხდომას თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი. პოლიტექნიკური ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს პროფ. ა. დიდებულიძე. იმავე დღესვე, პოლიტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს პირველი ლექცია მათემატიკაში ანდრია რაზმაძემ წაუკითხა. ამით დაიწყო სასწავლო პროცესი ქართული საინჟინრო კადრების მოსამზადებლად.
1922 წლისთვის პოლიტექნიკური ფაკულტეტი ასე გამოიყურებოდა:
- სამშენებლო განყოფილება
- არქიტექტურული სპეციალობა;
- ჰიდროტექნიკური სპეციალობა;
- საგზაო სპეციალობა;
- მექანიკური განყოფილება
- ელექტრომექანიკური სპეციალობა;
- ჰიდრომექანიკური სპეციალობა;
- თერმომექანიკური სპეციალობა;
- სამთამადნო განყოფილება
- სამთო სპეციალობა;
- მეტალუპგიული სპეციალობა;
- ქიმიურ-ტექნოლოგიური სპეციალობა;
იმავე წლის სექტემბრიდან, პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე შესვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, შემოიღეს მისაღები გამოცდები[2]. პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე საკონკურსო საგნები იყო ალგებრა, გეომეტრია და ტრიგონომეტრია.
პირველივე სემესტრში პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე პედაგოგიური მუშაობა დაიწყეს ა. რაზმაძემ, ნ. მუსხელიშვილმა, ა. დიდებულიძემ, ა. ბენაშვილმა, გ. ნიკოლაძემ, არჩ. ხარაძემ. 1928 წლის 28 ივნისს ქართველი ინჟინრების პირველი გამოშვება შედგა. ამ დღეს პოლიტექნიკური ფაკულტეტის 6 სტუდენტმა დაიცვა სადიპლომო პროექტი (ნიკოლოზ კალატოზიშვილი, ვიქტორ მამალაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, ევგენი ჩიქოვანი, ივანე გვიჩია და ირაკლი მაღალაშვილი).
1928 წლის 1 ოქტომბერს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი შეიქმნა, შემდეგი ფაკულტეტებით:
- სამშენებლო ფაკულტეტი
- გზებისა და ხიდების განყ-ბა;
- ჰიდროტექნიკური განყ-ბა;
- სამოქალაქო მშენებლობის განყ-ბა;
- სატრანსპორტო-საექსპლოატაციო განყ-ბა;
- მექანიკური ფაკულტეტი
- მექანიკური განყ-ბა;საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად შეთავსებით დაინიშნა სახალხო განათლების კომისარი დავით კანდელაკი, პრორექტორად სასწავლო-სამეცნიერო ნაწილში — ნიკოლოზ მუსხელიშვილი. გახსნისას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდა 20 პროფესორი, 19 დოცენტი, 104 ლექტორი, 38 ასისტენტი.1930 წელს ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაცია. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა ექვსი ინსტიტუტი:
- საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო;
- ამიერკავკასიის ენერგეტიკული;
- ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული;
- ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიური;
- ამიერკავკასიის მიმოსვლის გზათა ინჟინერთა ინსტიტუტი;
- ამიერკავკასიის საინჟინრო-მელიორაციული (ეს უკანასკნელი გადატანილ იქნა განჯაში).
1932 წელს სამთო-მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა ამიერკავკასიის სამთო-ქიმიური ინსტიტუტი. 1933 წელს სამთო-ქიმიური, საინჟინრო-სამშენებლო და ენერგეტიკული ინსტიტუტები გაერთიანდა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სახელწოდებით. 1936 წელს, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმების შემდეგ მას საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ეწოდა. 1933 წლის 8 იანვარს თბილისის უნივერსიტეტი ხელახლა ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება.1947 წელს საქართველოს ინდუსტრიულმა ინსტიტუტმა უმაღლესი ტექნიკური განათლების 25-ე წლისთავი იზეიმა. საკავშირო მთავრობამ იგი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. ინსტიტუტის მიენიჭა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელი. ამ დროს ინსტიტუტში არსებობდა 6 ფაკულტეტი (სამშენებლო, ენერგეტიკული, სამთო, ქიმიურ-ტექნოლოგიური, მექანიკა-მანქანათმშენებლობის, მეტალურგიული). საინჟინრო კადრების მომზადება 22 სპეციალობაში ხდებოდა. 1959წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შეუერთდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი.1972 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 50 წლის იუბილეზე, იგი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა. იუბილეში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ვარშავის, კიევის, პრაღის, ბუქარესტის, ბაქოს, ერევნის, ბრნოს, ალმა-ატის, კრაკოვის, კოშიცეს, კაუნასის, ტომსკის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. 1972-73 სასწავლო წლის დასაწყისში ინსტიტუტს ჰქონდა 28 ფაკულტეტი და 102 კათედრა. დღის სტაციონარზე 15 ფაკულტეტი ფუნქციონირებდა:- სამშენებლო ფაკულტეტი (დეკანი პროფ. გ. ნინუა);
- ენერგეტიკის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ნ. წივწივაძე);
- სამთო ფაკულტეტი (დეკანი დოც. დ. ბეჟაშვილი);
- ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ე. ჩხიკვაძე);
- მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (დოც. გ. ჩიხლაძე);
- მეტალურგიის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ჯ. ლომსაძე);
- ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (დეკანი დოც. გ. ჩიხლაძე);
- სატრანსპორტო ფაკულტეტი (დეკანი დოც. ა. შალამბერიძე);
- საინჟინრო ფიზიკური ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ვ. სანაძე) ;
- არქიტექტურის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ნ. მგალობლიშვილი);
- ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ნ. მოწონელიძე);
- გეოლოგიის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. გ. ჯაფარიძე);
- კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ა. კერესელიძე);
- ავტომექანიკური ფაკულტეტი (დეკანი დოც. დ. პეტრიაშვილი) ;
- სპი' ქუთაისის ფაკულტეტის (დეკანი პროფ. კ. იმედაშვილი);
საღამოს სტაციონარულ სწავლებას 7 ფაკულტეტი ემსახურებოდა: თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ჭიათურის, ტყიბულის (ზესტაფონის განყოფილებით), ფოთისა და გორის. დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტები იყო თბილისსა და სოხუმში (თელავისა და ზუგდიდის საკონსულტაციო პუნქტებით).საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელები, როგორც წესი ხელისუფლების მიერ ინიშნებოდნენ . 1988 წელს პირველად ჩატარდა რექტორის არჩევნები სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე. რექტორად არჩეულ იქნა პროფ. გოჩა ჩოგოვაძე. 1990 წელს საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. 1992 წელს დაარსდა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი. 2005 წელს დაარსდა ქართული სამეცნიერო პოტენციალის და სტუდენტ-ახალგაზრდობის დასასაქმებლად „საინივაციო ფონდი-ტექნოლოგიური პარკი“. 2006 წელს 17 მაის ჩატარდა სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები.
- სამთო-ქიმიური ფაკულტეტი
- სამთო განყ-ბა;
- ქიმიუპ-ტექნოლოგიური განყ-ბა.
Casino & Sportsbook Review | Dr.MD
ReplyDeleteCasino.com is the #1 destination for 경산 출장마사지 gaming & 전주 출장샵 sports 김천 출장마사지 betting. 시흥 출장샵 It was 광양 출장샵 the first sports betting website to operate outside of the US and quickly became a popular