ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს დაარსდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე. მოგვიანებით მას შეუერთდა ფიზ-აღზრდისა და სპორტის აკადემია, დ. გურამიშვილის სახელობის პედაგოგიური კოლეჯი, ი. გოგებაშვილის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტი, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ობსერვატორია, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი და ზოოლოგიის ინსტიტუტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ლიბერალურ პრინციპებზეა დამყარებული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლების და მკვლევარების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული სწავლის და კვლევის ერთიანი სივრცე.
ერთიანი სივრცე დამყარებულია სამ პრინციპზე:
- აკადემიური თავისუფლება
- სინდისის თავისუფლება
- არჩევანის თავისუფლება
ეს სამი პრინციპი გამომდინარეობს ერთმანეთისაგან და განაპირობებს ერთმანეთს. სტუდენტები, მასწავლებლები, მკვლევარები და პროფესორები თავისუფალი არიან, აირჩიონ კვლევისა და შესწავლის სფეროები, მიმართულებები, თანამშრომლები და ხელმძღვანელები; არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ან მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუკრძალოს სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებს და მკვლევარებს რაიმეს შესწავლა და სამეცნიერო დასკვნების გამოქვეყნება. სტუდენტები და პროფესორები თავისუფალი არიან, აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ შეესატყვისება მათი კავშირის –უნივერსიტეტის - საერთო მიზნებს და ამოცანებს.
უნივერსიტეტის მიზანია, ხელი შეუწყოს ფუნდამენტური მეცნიერებების კვლევის განვითარებას საქართველოში. ფუნდამენტურ მეცნიერებაში ჩვენ მოვიაზრებთ იმ მეცნიერებებს, რომელთა კვლევა შეიძლება გახდეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, პოლიტიკური გარემოს ლიბერალიზაციის და დემოკრატიზაციის, ბუნებრივი გარემოს დაცვის და გონივრული გამოყენების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ქვეყანაში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების და განვითარების საფუძველი.
გარდა ამისა, უნივერსიტეტის მიზანია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოში მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისა და უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვაში. უნივერსიტეტი შესთავაზებს მსურველებს სწრაფი და ეფექტური გადამზადების და ე.წ. “მსუბუქი” პროფესიების ათვისების პროგრამებს, რაც, ერთი მხრივ, იქნება უნივერსიტეტისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო, ხოლო, მეორე მხრივ, დაეხმარება საქართველოში მცხოვრებლებს, კარგად ადაპტირდნენ ცვალებად შრომით ბაზართან და სოციალურ გარემოსთან. ამ მიზნის შესასრულებლად
- აკადემიურ თანამდებობებზე მოიზიდავს წამყვან, დამწყებ, თუ უკვე ცნობილ და აქტიურ მეცნიერებს, რომელთაც
ძალუძთ მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და ახალი ტექნოლოგიებით წარმართონ სასწავლო პროცესი;
- ქმნის სტუდენტებისათვის სწავლის, კვლევის და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;
- თავისი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ახმარს კვლევების განვითარებას;
- ქმნის საუნივერსიტეტო სამეცნიერო კავშირებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
- ნერგავს უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების მიხედვით პროფესიული მომზადების და გადამზადების სხვადასხვა კურსს.
- საკუთარი გამომცემლობის საშუალებით აქვეყნებს ორიგინალურ თუ ნათარგმნ სახელმძღვანელოებს და კვლევების შედეგებს.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D_%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი
I. ზოგადი დებულებანი
1. დადგენილების მოქმედების სფერო
ეს დადგენილება განსაზღვრავს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის ფუნქციონირებისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ ზოგად მოთხოვნებს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.
2. მაგისტრატურის მიზანი
1. მაგისტრატურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხური, რომელიც შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, აგრეთვე ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.
2. მაგისტრატურის მიზანია, სტუდენტს გამოუმუშაოს სამეცნიერო კვლევის ჩვევები, მისცეს სპეციალური ცოდნა და სპეციალობის შეცვლის შესაძლებლობა მის მიერ არჩეულ სფეროში, მოამზადოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური საქმიანობისათვის.
3. უნივერსიტეტის მაგისტრატურა ამზადებს სპეციალისტებს მეცნიერული მიმართულების აქტუალობისა და დამსაქმებლის ინტერესის გათვალისწინებით.

II. მაგისტრატურაში მიღებისა და სწავლის პირობები
3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება1. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან დიპლომირებულ მედიკოსს.
2. მაგისტრატურაში სწავლის უფლება შეიძლება მიეცეს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. მაგისტრატურაში მიღების პირობები
1. მაგისტრატურაში ჩარიცხვისთვის აუცილებელია:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის (სამაგისტრო „უნარების“) ჩაბარება.
ბ) ფაკულტეტის საბჭოს მიერ დადგენილი ჩარიცხვის სხვა შესაძლო კომპონენტების შესაბამისობა: სპეციალობაში გამოცდის (გამოცდების) წარმატებით ჩაბარება, გასაუბრება, ბაკალავრიატის აკადემიური მოსწრების დადასტურება და სხვა.
გ) გამოცდები ტარდება გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით.
2. ფაკულტეტი ვალდებულია:
ა) წინასწარ და სრულად გამოაქვეყნოს ჩარიცხვისა და სპეციალობაში გამოცდის არსებობის შემთხვევაში რანჟირების წესი და პირობები;
ბ) სპეციალობაში გამოცდის დანიშვნის შემთხვევაში გამოცდის თარიღამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე გამოაქვეყნოს საკითხები და საგამოცდო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები.
გ) აამოქმედოს აპელირების გამჭვირვალე სისტემა.
3. სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდა საერთო უნდა იყოს პროგრამის ყველა კანდიდატისთვის.
4. რაიმე უპირატესობის მინიჭებისას ერთმანეთს შეიძლება შეედარნენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთი და იგივე გამოცდები.
5. ფაკულტეტებს ან ცალკეულ სამაგისტრო პროგრამებს შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი მოთხოვნები.

5. მაგისტრატურაში სწავლა
1. მაგისტრატურაში სწავლისას მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 120 კრედიტი.
2. თუ საქართველოს ან უცხოურ უმაღლეს სასწავლებელთან დადებულია ხელშეკრულება, სტუდენტს შეიძლება, მიენიჭოს მისი ხარისხიც.
3. მაგისტრატურაში მიღების წესს განსაზღვრავს ფაკულტეტის დებულება.
6. სამაგისტრო პროგრამა
1. ფაკულტეტი მაგისტრატურაში მიღებას აცხადებს იმ სამაგისტრო პროგრამებზე, რომელთაც ფაკულტეტის წარდგინებით და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
2. სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა მუშავდება შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ.
ფაკულტეტის დეკანი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფესორებთან თანამშრომლობით ადგენენ პროგრამის მიზანსა და ამოცანებს და განსაზღვრავენ, რომელი კურსების გავლაა აუცილებელი და სასურველი მაგისტრის კონკრეტული ხარისხის მისაღებად.
3. სამაგისტრო პროგრამები შეიძლება თავსდებოდეს ერთ დისციპლინაში (მაგალითად, ფიზიკა), იყოს სუბდისციპლინური (მაღალი ენერგიების ფიზიკა) ან ინტერდისციპლინური (ურბანული ეკოლოგია).
4. თუ პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ერთზე მეტი ფაკულტეტი, პროგრამის დამტკიცებამდე სრულად უნდა იყოს გარკვეული პროგრამაში ჩართული ფაკულტეტების უფლება-მოვალეობანი. ფაკულტეტებს შორის მაგისტრატურის გადასახადი ნაწილდება მათი წვლილის პროპორციულად.
მაგ.: თუ ინტერდისციპლინურ პროგრამაში ”შუა საუკუნეები” ლექციების 70%-ს კითხულობენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორები, ხოლო 30%-ს - სოციალურ მეცნიერებათა და ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორები, მაგისტრატურის ბიუჯეტიც შესაბამისად ნაწილდება.
5. მაგისტრატურაში თითოეული სემესტრის მანძილზე სტუდენტს შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 30 კრედიტი.
6. წარმოდგენილ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს, რომელი კურსების გავლაა აუცილებელი და რომელ კურსებშია შესაძლებელი არჩევნის გაკეთება სათანადო მაგისტრის ხარისხის მისაღებად.
7. მაგისტრატურის საფეხურზე ყოველი კურსის საკრედიტო მოცულობა არის სამის ჯერადი: კურსი შეიძლება იყოს 3-, 6-, 9-, და 12 კრედიტიანი. კურსი შეიძლება იყოს სავალდებულო, სავალდებულო-არჩევითი, არჩევითი.
8. სასწავლო პროგრამა ისე უნდა იყოს აგებული, რომ სტუდენტს ყოველ სემესტრში დარჩეს ექვსი კრედიტი თავისუფალი არჩევნისთვის უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამიდან.
9. სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურის განსაზღვრისას აკადემიური პერსონალი თავისუფალია. შეიძლება მოქმედებდეს სხვადასხვა სქემები. მაგ.: სამაგისტრო პროგრამა არქეოლოგია და ხელოვნება შეიძლება გამოიყურებოდეს ამგვარად:
ა) სამი ძირითადი კურსი: კვლევის მიმართულებები არქეოლოგიასა და ხელოვნებაში; არქეოლოგიის თეორიის საკითხები; ისტორიული მასალების ინტერპრეტაცია. კურსების გავლა შესაძლებელია პირველ ან მეორე სემესტრში.
ბ) სამი სემინარი მინიმუმ ორი მიმართულებიდან: წინარე კლასიკური, კლასიკური და შუა საუკუნეების ხელოვნება და არქეოლოგია. სემინარების თემები შეიძლება იცვლებოდეს ყოველ სემესტრში, პროფესორის კვლევითი პროექტიდან გამომდინარე. კურსების გავლა შესაძლებელია პირველ ან მეორე სემესტრში.
გ) სამი არჩევითი კურსი: კურსების არჩევა შესაძლებელია როგორც სემინარებიდან, ისე ანტიკური ან შუა საუკუნეების ენებიდან.
დ) ერთი თავისუფალი არჩევითი კურსი უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სასწავლო პროგრამიდან.
ე) სამაგისტრო ნაშრომი.
10. სამაგისტრო პროგრამა შეიძლება უფრო თავისუფალი სტრუქტურისა იყოს. მაგ.: პრობლემაზე ორიენტირებული პროგრამა: ისტორია: ქალაქები, ქვეყნები და მოქალაქეობა) I. ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდები და შესავალი კვლევის სფეროში (15 ECTS); II. კურსები სპეციალიზაციიდან გამომდინარე (75 ECTS). შემოთავაზებული 15 კურსიდან უნდა აირჩიონ 10 კურსი; III. სამაგისტრო ნაშრომი (30 ECTS).
11. კურსის შეთავაზებისას მითითებული უნდა იყოს, რომელი ძირითადი სპეციალობისთვის/სპეციალობებისთვის არის ეს კურსი სავალდებულო, რომლისთვის არის არჩევითი, რომელი კურსების ალტერნატივაა ეს კურსი და არის თუ არა აუცილებელი რაიმე სხვა კურსის გავლა ამ კურსის არჩევამდე. მაგალითად, იმისათვის, რომ სტუდენტმა აირჩიოს კურსი ვირგილიუსი შუა საუკუნეებში, გავლილი უნდა ჰქონდეს შუა საუკუნეების ლათინური.
12. სასურველია, რომ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი მონაწილეობდეს როგორც ერთ-ერთი თანაავტორი პროგრამაში ჩართული პროფესორ(ებ)ის პუბლიკაციებში. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტისათვის მაქსიმუმ 3 კრედიტის მინიჭება.
7. ინდივიდუალური პროგრამით სწავლა
თუ სტუდენტი სპეციალობის დასაუფლებლად შეგნებულად ირჩევს მიღებულისგან განსხვავებულ სქემას, მას ეძლევა უფლება, მიმართოს ფაკულტეტ(ებ)ის საბჭოს და დაუსაბუთოს საკუთრივ მის მიერ არჩეული სქემის მართებულობა და ადეკვატურობა. ფაკულტეტის საბჭო ვალდებულია, მიმართვიდან ერთი თვის ვადაში გამოიტანოს დასკვნა სტუდენტის თხოვნის შესახებ.
8. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები
1. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები მოქმედებს პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების მიერ დადგენილი წესით.
2. ერთობლივ პროგრამებად ითვლება:
ა) პროგრამები, რომლებიც შემუშავებულია ერთზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ;
ბ) პროგრამები, რომლებიც საერთო ადამიანური რესურსით სარგებლობენ: თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორები ასწავლიან მონაწილე ინსტიტუციებში, ერთად იმუშავებენ სასწავლო გეგმას, ქმნიან გაერთიანებულ კომისიას სტუდენტების მიღებისას და შეფასებისას;
გ) პროგრამები, რომელთაც საერთო კვლევითი კომპონენტი აქვთ.
3. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა წარმოდგენილი უნდა იყოს ხარისხის სამსახურის მიერ დადგენილი წესით.
III. სამაგისტრო ნაშრომი და მაგისტრის ხარისხის მინიჭება
9. სამაგისტრო ნაშრომი
1. მაგისტრატურის სასწავლო პროგრამა არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სწავლებისაგან; იგი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებელ ჩატარებას, რომელთა შედეგებს შეუძლიათ არსებული ცოდნის საგრძნობი გაფართოება და რომელთა საფუძველზე იგი შეძლებს საკვალიფიკაციო ნაშრომის წარმოდგენას.
2. მაგისტრატურაში დასაგროვებელი 120 კრედიტიდან დაახლოებით 30 კრედიტი უნდა იყოს სამაგისტრო ნაშრომი.
3. სამაგისტრო ნაშრომში მაგისტრანტმა უნდა წარმოაჩინოს, რომ ფაკულტეტის პროფესორის ხელმძღვანელობით მან ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევა სპეციალიზაციის სფეროში ან შეასრულა არსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ნაწილი, ესე იგი შეაგროვა ორიგინალური და აქამდე გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ინფორმაცია, გაიღრმავა სპეციალიზებული ცოდნა და შეუძლია თეორიული ცოდნისა და კვლევის მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება. ნაშრომში მაგისტრანტმა უნდა შეძლოს პრობლემური საკითხის მეცნიერული მეთოდებით დამუშავება და შედეგების საგნობრივი და ენობრივი თვალსაზრისით დამაჯერებელი წარმოდგენა.
4. შერჩეული თემა უნდა ეხებოდეს აქტუალურ, მაგრამ არა ძალიან ფართო პრობლემას, რომლის ანალიზისას მაგისტრანტმა უნდა შეძლოს ორიგინალურობის ჩვენება.
5. სამაგისტრო ნაშრომის თემას განსაზღვრავენ მაგისტრანტი და ხელმძღვანელი ურთიერთშეთანხმებით.
6. სამაგისტრო თემის შეფასების კრიტერიუმებს, დაცვის თარიღსა და პროცედურას ადგენს და თემას ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. თემის დასამტკიცებლად აუცილებელია საკვლევი თემის წინასწარი განხილვა და დამტკიცება.
7. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მაგისტრანტს ნაშრომის სარედაქციო დამუშავებაში, რათა ნაშრომის საფუძველზე დაწერილი სტატია გამოქვეყნდეს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში.
10. მაგისტრანტის ხელმძღვანელი
1. მაგისტრანტს არჩეული თემის დასამუშავებლად ჰყავს ხელმძღვანელი.
2. ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში კვლევის გამოცდილება.
3. მაგისტრანტისთვის ხელმძღვანელი უნდა შეირჩეს მაგისტრატურაში სწავლის არაუგვიანეს მესამე სემესტრის დასაწყისისა. ხელმძღვანელის შერჩევამდე ხელმძღვანელის ფუნქციებს ითავსებს პროგრამის ხელმძღვანელი.
4. მაგისტრანტს შეიძლება ჰყავდეს ერთზე მეტი ხელმძღვანელი.
11. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა
ა) ფაკულტეტის მიერ დადგენილი წესით ნაშრომის შეფასებაში მის დაცვამდე ჩართულნი უნდა იყვნენ ექსპერტები.
ბ) დაცვა ხდება საჯაროდ ფაკულტეტის მიერ დადგენილი წესით შერჩეული კომისიის წინაშე. თემის შეცვლის ან დაცვის გადავადების შესახებ უნდა ეცნობოს ფაკულტეტის საბჭოს, რომელიც ამტკიცებს ახალ თემას.
გ) დაცვის პროცედურა უნდა ემყარებოდეს ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპს.
12. მაგისტრის ხარისხის მინიჭების წესი
1. კრედიტების საჭირო რაოდენობის დაგროვების და ნაშრომის წარმატებით დაცვის შემთხვევაში მაგისტრანტს ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი M.Sc. ან M.A.
2. სტუდენტს შეიძლება მიენიჭოს M.Sc. იმ შემთხვევაში, თუ ზუსტ, საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების მიერ შეთავაზებული სალექციო კურსებიდან ძირითად პროგრამაში გავლილი აქვს 70% ან მეტი. დანარჩენ შემთხვევებში ენიჭება M.A.
3. მისანიჭებელი ხარისხი განსაზღვრული უნდა იყოს პროგრამაში. იგი უნდა იყოს უფრო კონკრეტული, ვიდრე ბაკალავრის.
13. დაფინანსება
1. მაგისტრატურაში სწავლა ფასიანია.
2. მაგისტრატურაში სწავლის საფასურს უნივერსიტეტი უხდის იმ სტუდენტებს, რომლებიც სამაგისტრო ზოგად გამოცდაში დააგროვებენ მაქსიმალურ ქულებს. დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

No comments:
Post a Comment